Wednesday, April 9, 2014

მოკლედ, ერთ ,,განსაკუთრებულ'' დღეს, მოხალისე პედაგოგებმა, გადაწყვიტეს რომ, დაეხმარონ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და თანაც მოიგეს პროექტი, მცირედი გრანტი და მე, როგორც ,,მასტერიცა'' მიმიწვიეს რომ, ბავშვებისთის მესწავლებინა, ხელსაქმე და სწავლის პერიოდში შექმნილი სამკაულები და აქსესუარები, გამოგვეფინა და გაგვეყიდა.   მე, მთელი ენთუზიაზმით  შევუდექი, საქმის კეთებას და დაახლოებით 2-თვის თავზე, ჩვენ გვქონდა შედეგი. პირველი გამოფენა, მარნეულში, კულტურის სახლის ფოიეში მოაწყვეს, რომელიც შემიძლია ვთქვა რომ, წარმატებული იყო, დღეს მეორე დღეა და ჯერ არ ვიცი, რა ხდება. მე, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა რომ, სიკეთე გავაკეთე, რადგან  ეს ჩემი, შინაგანი მეა. ეს ფოტოები, ცოტაა და სრულად არა მაქვს, თუმცა იმედია, შევავსებ აქაურობას და ნელ-ნელა, დავამატებ ფოტოებს.
ერთი მშვენიერი გამოფენა.

No comments:

Post a Comment