Tuesday, June 11, 2013

ბიზნესი სკოლაში

1)      პროექტის სახელწოდება:ბიზნესი სკოლაში

2)      პროექტის მთავარი იდეა:ამ სკოლაში 5 წელია ვმუშაობ,გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგად.   მყავს უამრავი ნიჭიერი ბავშვი,რომელთა მონდომებითაც,არაერთი საქველმოქმედო პროექტი გვაქვს განხორციელებული ამ წლების მანძილზე.ბავშვები ენთუზიაზმით მუშაობენ,რადგან ერთდროულად აკეთებენ  სიკეთეს და ამავდროულად გამოიმუშავებენ ჯიბის ფულს ხელობით,რომელსაც სკოლაში ეუფლებიან.მათ იციან რომ ის,რასაც სკოლაში სწავლობენ,ხელოვნების გაკვეთილებზე,თან ხელოვნებაა და თან ბიზნესი.
3)      პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმდენად,რამდენადაც ადრეული ასაკიდანვე ბავშვი მიეჩვევა,თავისი  შრომით გამოიმუშაოს თანხა და განკარგოს სწორად. ისწავლოს,მოგებული თანხით,ბიზნესის კეთება,დახვეწოს და იზრუნოს მომავალში,მის გაფართოებაზე და გაუძლოს კონკურენციას,ამავდროულად არ დაივიწყოს ქველმოქმედება.
4)      პროექტის მიზნები.      გამოყენებითი ხელოვნების განვითარება სკოლებში.სპეციალისტების მოწვევა და და მასტერკლასების ჩატარება პერიოდულად.
5)      ვადები/ხანგრძლივობა    1-3 თვე,(გააჩნია მასალების რაოდენობას).
6)      მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას.  სამკაულები და აქსესუარები ( მძივები,ბროშები,საყურეები,სამაჯურები).პარალელურად გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები,თუ როგორ გამოიმუშაონ და განკარგონ,საკუთარი შრომით მიღებული ფული.
7)      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები   (ნემსი,ძაფი,ბისერი,ღერძები და კაუჭები,შესაკრავები,ღილები,რუშები და ა შ).
8)      პროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები). გაკვეთილების ბოლოს ვკრიბავ ბავშვებს და ერობლივად ვგეგმავთ,თუ სად, როდის და როგორ გავმართოთ გამოფენები,ერთობლივად ვქმნით მოსაწვევების დიზაინს.ვარჩევთ დღეებს,როდესაც სკოლაში ზეიმებია და ბევრი ხალხი ტრიალებს,რაც კომერციულად მომგებიანია.
9)      კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/   ეკონომიკასთან და მათემატიკასტან. ბავშვები სწავლობენ,თუ როგორ დაზოგონ და გადაანაწილონ,გამოფენიდან მიღებული თანხები იმისათვის რომ,მომდევნო გამოფენისთვის,ახალი მასალები შევიძინოთ. 
10)  პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი). მედეა ჭკადუა
11)  ხელმძღვანელის  ელ-ფოსტა: medeatckadua@gmail.com

12)  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი medeatchkadua.blogspot.com